ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ელიტ ელექტრონიქსი" საოჯახო ტექნიკაზე ფასს ამცირებს
28/04/2011


პრესრელიზი

28 აპრილი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
 + (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
http://www.elitelectronics.ge/

"ელიტ ელექტრონიქსი" საოჯახო ტექნიკაზე ფასს ამცირებს

2010 წელთან შედარებით, "ელიტ ელექტრონიქსში" საოჯახო ტექნიკა 15-20%-ით უფრო დაბალ ფასად გაიყიდება

- "მწარმოებლებთან საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, "ელიტ ელექტრონიქსში" ექსკლუზიურად წარმდგენილ, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების BOSCH-ისა და GORENJE-ს ტექნიკაზე ფასები დაახლოებით 20%-ით შემცირდა. თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ  ასეთი დაბალი ფასები აქამდე არასდროს ყოფილა" - აცხადებს კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ია ნადირაშვილი.

კომპანია BOSCH-ისა და GORENJE-ს მაცივრების უახლეს მოდელებსაც წარმოადგენს, რომელთაც ელექტრო ენერგიის მოხმარების ეკონომიურობა გამოარჩევთ. სტანდარტულ მაცივართან შედარებით, ეს მოდელები მინიმუმ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას საჭიროებს და თვეში მხოლოდ 5 ლარის დენს მოიხმარს. 

აღნიშნულ თემებსა და კომპანიის სხვა სიახლეებზე, კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი  განცხადებას 29 აპრილს, 12:00 საათზე, ყაზბეგის #24-ში მდებარე "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში გააკეთებს.

წაკითხულია: 3362